ჩაის ფესტივალი თბილისში

2017.04.20 13:15:27
ჩაის ფესტივალი თბილისში

23 აპრილს,მთაწმინდის პარკში ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით ჩაის ფესტივალი გაიმართება.

სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ჩაის სხვადასხვა სახეობა. გამოფენეაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული, ასევე ჩაის საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიები.

მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც გააჩნიათ ჩაის მირთმევის უდიდესი კულტურა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, შრი ლანკა.