პირველად საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

2017.04.20 13:02:06
პირველად საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით,საქართველოში, ლაგოდეხის/ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე,ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

გაიმართება 13 კონცერტი. მელომანები ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენებს მოუსმენენ. ფესტივალი კულტურის და ეკონომიკის სამინისტროების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.