jamiroquai საქართველოში ბრუნდება

2017.04.09 11:53:24
jamiroquai საქართველოში ბრუნდება

black sea jazz festival-ზე საქარველოს ბრიტანული ბენდი ჯემიროქუაი ეწვევა.

 

მსოფლიოში ცნობილ ჯგუფს 28 ივლისს ბათუმი უმასპინძლებს. არაერთი გრემისა და სხვა მუსიკალური ჯილდოების მქონე ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი აბლომით წარსდგება.

ბენდი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. 27-30 ივლისს ფესტივალის ფარგლებში ჯემიროქუაისთან ერთად ბათუმში კონცერტს გამართავს ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი de la soul და ბრიტანელი მომღერალი joss stone. ფესტივალი პროექტ check in georgia-ს ფარგლებში იმართება. ბილეთების გაყიდვა კი 27 მარტიდან დაიწყო და მსურველებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, საყვარელი შემსრულებლების მოსმენით ისიამოვნონ.