"ხელოვნური სუნთქვა" ბრუნდება

2018.03.01 13:53:25
"ხელოვნური სუნთქვა" ბრუნდება

ამის შესახებ სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ განაცხადა.

 

"ჯერ ხელშეკრულებაზე ხელი არ არის მოწერილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სამშენებლო კომპანია სვეტმა გადაწყვიტა დააფინანსოს ხელოვნური სუნთქვის შემდეგი სეზონი, შესაბამისად ვიწყებთ სერიალის წარმოებას. სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ ან მარტის შუა რიცხვებში გავალთ ეთერში", – ამბობს ირაკლი საღინაძე.

 

სერიალი ხელოვნური სუნთქვა პირველად ეთერში 2016 წლის 8 ივნისს გავიდა და მალევე გახდა პოპულარული. მაყურებელი ორი სეზონის განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალს მთავარი გმირების, შოთას, თამუნასა და მელანოს ცხოვრებას.