SOS! საბერძნეთში ლტოლვილებით სავსე გემი დაიკარგა

2017.11.23 12:30:49
SOS! საბერძნეთში ლტოლვილებით სავსე გემი დაიკარგა

საბერძნეთის სანაპირო დაცვა ზღვაში დაკარგულ გემს ეძებს

 

არსებული ინფორმაციით, გემს 41 ლტოლვილი გადაჰყავდა. ამის შესახებ სააგენტო АМНА წერს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ლტოლვილმა გემიდან ევროპის საგანგებო სამსახურის ნომერზე დარეკა და დახმარება ითხოვა. მან განაცხადა, რომ გემს ძრავა გაუფუჭდა. სამძებრო სამუშაოებში საბერძნეთის სანაპირო დაცვა და ვერტმფრენები მონაწილეობენ.