Samsung-მა Galaxy S9 და S9+-ი დააანონსა (ფოტოები)

2017.11.20 13:20:56
Samsung-მა Galaxy S9 და S9+-ი დააანონსა (ფოტოები)

მომდევნო წლის შუა რიცხვებში Samsung Galaxy S9-სა და S9+-ის გამოსვლა იგეგმება. 

 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, ახალი გაჯეტების შესახებ ინფორმაციამ ქსელში გაჟონა.

 

ცნობილი ხდება, რომ ტელეფონებს 5,7 და 6,2 დიუიმიანი ეკრანი ექნება. დიზაინი მისი წინამორბედისგან მკვეთრად განსხვავებული არ იქნება: სმარტფონი თხელ ჩარჩოს და მომრგვალებულ კუთხეებს მიიღებს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დისპლეის ქვეშ თითის ანაბეჭდის სკანერიც განთავსდება.

 

Samsung Galaxy S9 სამ ვერსიად – Normal, Plus, mini გამოვა. შეგახსენებთ, რომ ბრენდის ბოლო მოდელი Galaxy S8 2017 წლის საუკეთესო სმარტფონთა ხუთეულში მოხვდა, ამიტომ  Samsung-მა მრავალფეროვნების გაზრდა გადაწყვიტა.

 

გამოცემა „Business Korea”-ს ცნობით, სიახლე ბაზარზე 2018 წლისთვის გამოვა. 3 მოდელს შორის კი განსხვავება ძირითადად გარეგნულ მახასიათებლებს შორის იქნება, მაგალითად Galaxy S9-ის ეკრანი 5,8 დიუმიანი იქნება, ხოლო  Galaxy S9+-ის კი 6,2 დიუმიანი.

 

რაც შეეხება დამატებით დეტალებს, მწარმოებელი ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახავს. ერთადერთი რამ რაც ამ მომენტისთვის ცნობილია, არის ის რომ სიახლე ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი დააკმაყოფილებს.