28-29 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი გაიმართება

2017.11.20 12:17:06
28-29 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი გაიმართება

28-29 ნოემბერს "თბილისის აბრეშუმის გზის" რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც 50-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. 

 

ამასთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ბრიფინგი გამართა.

 

მისი თქმით, ფორუმი მიზნად ისახავს შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლაფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების წარმომადგენლები, განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.