საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი საქართველოში ჩამოდის

2017.11.15 12:30:13
საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი საქართველოში ჩამოდის

18-21 ნოემბერს საქართველოს ლეგენდარული ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვევა.

რეჟისორი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და მსახიობი, ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მას The Guardian-მა "საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი" უწოდა. საქართველოში ცოტა ხნის "დევიდ ლინჩის ფონდის" წარმომადგენლობა დაარსდა. ფონდს საქმიანობის რამდენიმე მიმართულება აქვს: გენდერული თანასწორობის საკითხები, ბავშვთა დახმარება, ვეტერანების რეაბილიტაცია და სწავლება. ფონდს გადაწყვეტილი აქვს, გახსნას უნივერსიტეტი, სადაც კინომწარმოებლებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. "ლინჩის ფონდში" უამრავი კინოვარსკვლავია გაერთიანებული. კავკასიაში "დევიდ ლინჩის ფონდის" ხელმძღვანელი რეჟისორი გიგა აგლაძეა.