2 ნოემბერს თბილისში რიგით მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გახსნება

2017.11.01 12:35:55
2 ნოემბერს თბილისში რიგით მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გახსნება

ხვალ თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება. 

 

2 ნოემბერს, ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი ამერიკულ ჯგუფი TOWER OF POWER-ი გახსნის.

 

4 ნოემბერს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი ჯო ლოვანო ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე, კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება.

 

თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზშემსრულებელი პაპუნა შარიქაძე. ამავე დღეს გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა  და მისი ბენდის კონცერტი. უკვე რამდენიმე წელია სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრია ქართველი ჯაზშემსრულებელი ბექა გოჩიაშვილი.

 

საღამოებს თბილისის საკონცერტო დარბაზი და თბილისის ივენთ ჰოლი უმასპინძლებს.