ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

2017.06.29 15:24:44
ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

Black Sea Arena-ზე 23 ივლისს, ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. “ზაფხულის დღესასწაული“, – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი (Tim Harries – ბასგიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა. კონცერტის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე დღეიდან არის შესაძლებელი. ფასები 20 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის.