15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება"

2017.06.22 12:45:26
15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება"

15 აგვისტოს ირაკლი ჩარკვიანი "გაცოცხლდება".

 

15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენა"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო "ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" გაიმართება. ღონისძიება "ბრავო რექორდსი"-სა და Altervision Group-ის ორგანიზებულია. საღამოზე მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE BAND, SOFT EJECT, GREEN ROOM, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გავა ირაკლის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს.

 

ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება - biletebi.ge-ზე