ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება

2017.06.08 18:39:02
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება

ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს.

 

"2023 წლის მარტში საქართველოში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა გვეძლევა, ამ საკითხზე სათხილამურო ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. ინიციატივა მოწონებულია და უკვე განხილულია მთავრობის მიერ და შესაბამისად, ჩვენ ალბათ, ჩავატარებთ ამ ჩემპიონატს. ჩემპიონატი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ჩატარდება ბაკურიანში, სპორტსმენებს მინიმუმ 25 ათასი გულშემატკივარი ჩამოჰყვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის", – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.