გერმანიაში შესაძლოა, ბავშვებისა და ორსულების თანდასწრებით ავტომობილში თამბაქოს მოწევა აკრძალონ

2019.09.11 16:20:15
გერმანიაში შესაძლოა, ბავშვებისა და ორსულების თანდასწრებით ავტომობილში თამბაქოს მოწევა აკრძალონ

გერმანიაში ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში მძღოლებისთვის ბავშვებისა და ორსულების თანდასწრებით ავტომობილში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე მსჯელობენ. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ჯანდაცვის მინისტრი ასეთი აკრძალვის მთელ გერმანიაში შემოღების ინიციატივითაც გამოდის. 

 

მხარის პარლამენტმა ამ კანონის შესახებ ჯერ კიდევ მარტში დაიწყო მსჯელობა. მას ყველა პარტია უჭერს მხარს, გარდა ულტრამემარჯვენე პოპულისტური მოძრაობა "ალტერნატივა გერმანიისთვის".

 

მხარის ჯანდაცვის მინისტრის კარლ-იოზეფ ლაუმანის განცხადებით, მათ უნდა დაიცვან ისინი, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია: "დაუბადებელ ჩვილებს და ბავშვებს არ შეუძლიათ დაიცვან თავი პასიური მწეველობის საფრთხისგან", - თქვა მინისტრმა. 

 

GfK Institute-ის კვლევის თანახმად, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, არამწეველების 90% და მწეველების 80% მანქანებში ბავშვების თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ეთანხმებიან. 

 

წყარო: იმედინიუსი