ქეით მიდლტონი თავის საქმიანობას დაუბრუნდა

2019.09.11 13:15:31
ქეით მიდლტონი თავის საქმიანობას დაუბრუნდა

უცხოური მედიის ცნობით, ქეით მიდლტონი თავის საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ჰერცოგინია მოულოდნელად Back to Nature-ის ყვავილების ბაღის გახსნაზე მივიდა.

 

ცნობილია, რომ ქეითი ამ პროექტზე  ცნობილ ლანდშაფტის დიზაინერებთან ერთად მუშაობს. პირველად პროექტი მაისის თვეში, Chelsea Flower Show-ის ფესტივალზე წარადგინა, ამჯერად კი ჰერცოგინია გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვითაც გამოვიდა.

 

როგორც გამოცემებმა აღნიშნეს, ქეითი როგორც ყოველთვის დახვეწილად გამოიყურებოდა. საყვარელი დიზაინერის Emilia Wickstead-ის, ცისფერი კაბა მოირგო. ტაბლოიდებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ჰერცოგინიას თავისი საყვარელი იაფფასიანი ფეხსაცმელი ეცვა.