აშურას დღესასწაულზე მომხდარ ჭყლეტას 31 ადამიანი ემსხვერპლა

2019.09.11 12:41:27
აშურას დღესასწაულზე მომხდარ ჭყლეტას 31 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ქალაქ ქარბალაში აშურას დღესასწაულზე ჭყლეტისა და არეულობის დროს 31 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი კი დაშავდა. 

 

აშურა მუსლიმური დღესასწაულია, რა დროსაც მორწმუნე შიიტები წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინისა და მისი 72 თანხმლები პირის მკვლელობას აღნიშნავენ. აღნიშნული ბრძოლა 680 წელს მოხდა.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ აშურას რესასწაულზე პატარა ქალაქში თავ მთელიმსოფლიოდან მილიონობით ადამიანი იყრის, პროცესიას ჭყლეტა და მსხვერპლი პრაქტიკულად ყოველ წელს ახლავს. გარდაცვლილთა რაოდენობა ზოგ შემთხვევაში სამნიშნა მაჩვენებელზე ადის.

 

 

გლოვის ნიშნად მორწმუნეთა ნაწილი თვითგვემას მიმართავს.

 

 

 

წყარო: m2b