11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

2019.09.11 12:01:04
11 სექტემბრის შემზარავი ტერაქტიდან 18 წელი გავიდა

11სექტემბრის ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 18 წელი გავიდა. 

 

18 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 11 სექტემბერს აშშ- ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა.  ადგილობრივი დროით 08:46-ზე ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას 19 ისლამისტმა  გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

 

ტერაქტს საბოლოოდ  3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.