მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

2019.09.10 11:56:19
 მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ფორმულა 1“-ის მსოფლიოს 7- გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ჰოსპიტალში საიდუმლოდ გადაიყვანეს, ამის შესახებ dailymail-ი Le Parisien-ზე დაყრდნობით წერს.

 

2019 წლის 3 იანვარს შუმახერს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა ის საზოგადოების წინაშე 2013 წელს საფრანგეთის ალპებში  სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალისას მიღებული თავის უმძიმესი ტრავმის შემდეგ არ გამოჩენილა. 

 

გამოცემის წყაროს ცნობით, შუმახერი პარიზის პომპიდუს ჰოსპიტალში შვეიცარიის კურორტიდან გადაიყვანეს. 

 

ტრანსპორტირებისას შუმახერს მონდომებით მალავდნენ უცხო პირებისგან – საკაცე სპეციალურად იყო შეფუთული. გერმანელს 10 ექიმი ახლდა თან. როგორც ვარაუდობენ, ლეგენდარულ პილოტს ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ.

 

 

წყარო: იმედინიუსი