ფილიპინებთან 3 ბორანის გადაბრუნებას 31 ადამიანი ემსხვერპლა

2019.08.04 16:01:53
ფილიპინებთან 3 ბორანის გადაბრუნებას 31 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებთან 3 ბორანი გადაბრუნდა, რის შედეგადაც უბედურ შემთხვევას 31 ადამიანი ემსხვერპლა, - წერს Reuters-ი. 

 

ფილიპინების სანაპირო დაცვის განცხადებით, ხის ბორნებს 96 ადამიანი გადაჰყავდა გიმარაიდან ილოილოში. თუმცა ცუდი ამინდის გამო ხილვადობა დაბალი იყო და ბორნები გადაბრუნდა. ინფორმაცია პირველად 11 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა.   

 

გამოცემის ცნობით, ფილიპინებზე უბედური შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი კვდება. არქიპელაგი 7 100 კუნძულისგან შედგება. ქვეყანას ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით ცუდი რეპუტაცია აქვს. 

 

 

წყარო: იმედინიუსი