Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება

2019.08.04 11:44:29
Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება

Instagram-სა და WhatsApp-ს სახელები ეცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge-ი ავრცელებს.

 

სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელსაც ასევე Instagram-ი და WhatsApp-ი ეკუთვნის, განაცხადა, რომ სამ აპლიკაციას შორის საერთო მიმოწერის სისტემა შეიქმნება.

 

რაც შეეხება დასახელებებს, Instagram-ის ახალი დასახელება Instagram from Facebook, WhatsApp-ის კი WhatsApp from Facebook იქნება. კომპანიის პრესმდივნის განცხადებით, მათ სურდათ ხაზი გაესვათ, რომ ორივე სერვისი Facebook-ის ნაწილს წარმოადგენს.

 

პირველ ეტაპზე ახალი დასახელებები მხოლოდ App Store-სა და Google Play-ში გამოჩნდება, სმარტფონების ეკრანებზე კი აპლიკაციების დასახელებები უცვლელი დარჩება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო ეტაპზე ეს ცვლილება უშუალოდ აპლიკაციებსაც შეეხოს.

 

 

წყარო: იმედინიუსი