მეგან მარკლი ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს

2019.08.01 17:44:57
მეგან მარკლი ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მეგობართან და დიზაინერთან, მიშა ნონუსთან ერთად ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს.

ეს იქნება საქველმოქმედო  კოლექცია და თითოეული გაყიდული მოდელიდან ერთი მოდელი ორგანიზაცია Smart Works-ს გადაეცემა, რომელიც ქალებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება და ტანსაცმლით უზრუნველყოფს.

 

გამოცემა JUST JARED-ი წერს, რომ მეგანმა პარტნიორობა ასევე შესთავაზა მოდის ბრენდებს Marks & Spencer-ს, John Lewis & Partners-ს და Jigsaw-ს.

 

„Smart Work-ში ყოველთვის არაა შესაბამისი ზომის, სტილის სამოსი და ქალებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მსურს, რომ ორგანიზაციისთვის კლასიკური სტილის კოლექცია შევქმნა“, - აღნიშნა British Vogue-სთან ინტერვიუში მარკლმა.

 

სასექსის ჰერცოგინია ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორია, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მარკლმა მოდის პრესტიჟული ჟურნალის ყდაზე 15 ქალის პორტრეტი გაიტანა.

 

ისევე, როგორც ვოგის ნომერი, ტანსაცმლის ახალი ხაზიც სექტემბერში გამოვა.

 

 

წყარო: იმედინუსი