ინდოეთში ქალთევზას სინდრომით ბავშვი დაიბადა

2019.07.29 11:38:01
ინდოეთში ქალთევზას სინდრომით ბავშვი დაიბადა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა ინდოეთში. ლახიმპურ ხერიში „ქალთევზას სინდრომით“ ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას The Times of India ავრცელებს.

 

ახალშობილმა მხოლოდ 1 საათი იცოცხლა. ექიმებმა მისი სქესის დადგენა ვერ შეძლეს, რადგან ბავშვს ფეხები გაერთიანებული ჰქონდა.

 

22 წლის ქალმა ბუნებრივად იმშობიარა.

 

მსგავსი შემთხვევა ინდოეთში გასული წლის მაისშიც დაფიქსირდა. მაშინ ბავშვი  დაბადებიდან 15 წუთში გარდაიცვალა.\

 

წყარო: იმედინიუსი