საბერძნეთში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

2019.07.11 19:16:21
საბერძნეთში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა.

 

ჰალკიდიკის რეგიონში ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის გამო 6 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან რუმინელი, ჩეხი და რუსი ტურისტები.

უამინდობაა იტალიაშიც. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააზარალა, სადაც ძლიერი სეტყვის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ცალკეულ უბნებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაგისტრალები და სახელმწიფო დაწესებულებები. სინოპტოიკოსების განცხადებით, უამინდობა იტალიის აღმოსავლეთ რეგიონებში კიდევ 2 დღე გაგრძელდება.

 

 

წყარო: იმედინიუსი