თურქეთში ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

2019.06.11 14:21:30
თურქეთში ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბანდირმთან ტურისტული ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

 

CNN Turk-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა.

 

ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

 

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

 

 

წყარო: პია