საბერძნეთში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

2019.06.11 13:18:52
საბერძნეთში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე მოხდა. 

 

ინციდენტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 58 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაზარალებულები მიტილინის პორტში გადაიყვანეს.  

 

გამოცემის ცნობით, რაიონში სანაპირო დაცვა პატრულირებს. 

 

წყარო: იმედინიუსი