ალაბამის შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

2019.05.15 14:04:33
ალაბამის შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ალაბამის შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭრა. 

 

დოკუმენტს მხარი 25-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 6 წავიდა. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

 

ალაბამისგან განსხვავებით, ამერიკის რამდენიმე შტატში აბორტი დასჯადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნაყოფის გულისცემის აღმოჩენის შემდეგ გაკეთდა.

 

საყურადღებოა ისიც, რომ სენატორების მიერ დამტკიცებული კანონი არ ითვალისწინებს ისეთ გამონაკლისებს, როგორიც არის ინცესტი და სექსუალური ძალადობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, დაორსულების შემთხვევაში, იძულებულნი იქნებიან ბავშვი გააჩინონ.

 

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისი ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

 

 

წყარო:imedinews