აუქციონზე კლოდ მონეს ნახატი 110.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

2019.05.15 11:27:30
აუქციონზე კლოდ მონეს ნახატი 110.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

სოთბის აუქციონზე კლოდ მონეს მორიგი შედევრი რეკორდულ თანხად გაიყიდა. 

 

უცნობმა მყიდველმა ნახატი სერიიდან „თივის ზვინები“ 110.7 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

ეს ტილო 3 წლის წინ კრისტის აუქციონზე 81 მილიონ დოლარად გაიყიდა. კლოდ მონემ „თივის ზვინებზე“ მუშაობა ჟიუვერნიში, სახლის ყიდვის შემდეგ დაიწყო. ხელოვანმა ამ სახელწოდებით სულ 30 ნახატი შექმნა.