საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება ვერ გადარჩეს

2019.04.16 00:28:28
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება ვერ გადარჩეს

 

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შეიძლება ვერ გადავარჩინოთ"- გადავარჩინოთ, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, - წერს Associated Press-ი.

 

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მომდევნო საათნახევარი ხანძრის ჩაქრობის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება.

 

ხანძარს ახლა 400 ადამიანი აქრობს. ცეცხლთან ბრძოლისთვის იყენებენ „ყველა შესაძლებლობას“, გარდა ვერტმფრენებისა. როგორც უწყებაში განმარტეს, ხანძრის ჩასაქრობად ჰაერიდან წყლის გამოყენებას, შეიძლება მთელი შენობის ჩანგრევა მოჰყვეს.

წყარო: იმედინიუსი