"გულდასაწყვეტია, უყურებდე, როგორც იწვის ღმერთის სახლი"

2019.04.15 23:59:52
"გულდასაწყვეტია, უყურებდე, როგორც იწვის ღმერთის სახლი"

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი

 

 

"რა მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა. ნოტრ დამი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა. ფიქრებით ჩვენს მეგობარ ფრანგებთან ვართ".

 

დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

 

 

 

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი ევროპის ღვთისმშობელია. დღეს ყველა პარიზის გვერდით ვართ"

 

დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი

 

 

"საშინელებაა პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება".

 

მაიკ პენსი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი

 

 

 

"ნოტრ დამი მთელ მსოფლიოში რწმენის სიმბოლოა და გულდასაწყვეტია, უყურებდე, როგორც იწვის ღმერთის სახლი. ჩვენი ფიქრი და ლოცვა მეხანძრეებთანაა, რომლებიც ებრძვიან ცეცხლს და ასევე ფრანგ ხალხთან".

 

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

 

 

 

"თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა"

 

მელანია ტრამპი, აშშ-ს პირველი ლედი

 

 

 

"მე გული მტკივა ფრანგი ხალხის გამო, მას შემდეგ რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. ვლოცულობ ყველას უსაფრთხოებისთვის".

 

მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

 

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კატასტროფული ხანძრის გამო. განსაცდელის ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები პარიზისა და საფრანგეთისკენაა მიმართული".