ბელარუსში მოზარდმა მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა

2019.02.11 12:52:34
ბელარუსში მოზარდმა მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა

მინსკის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და მოსწავლე მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას მინსკის ძალოვანი უწყება ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ სტოლბცის ნომერ მეორე სკოლაში მოხდა. 2003 წელს დაბადებულმა მოსწავლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა პედაგოგს და სამ მოსწავლეს. თავდასხმის შემდეგ, ის გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს. მასწავლებელი და ერთი მოსწავლე დაიღუპა. კიდევ ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს