იაპონელი ქალები წელს ვალენტინობის ტრადიციას უღალატებენ

2019.02.11 11:18:50
იაპონელი ქალები წელს ვალენტინობის ტრადიციას უღალატებენ

იაპონელი ქალები ე.წ. ტრადიციის წინააღმდეგ წავიდნენ და წელს უარს ამბობენ ვალენტინობის დღეს თანამშრომელ კაცებს შოკოლადები აჩუქონ.

როგორც The Guardian-ი წერს, ქალებს საჩუქრისთვის დიდი თანხის დახარჯვა უწევთ, რათა კაცების მხრიდან შეურაცხყოფა აირიდონ თავიდან. იაპონიაში შოკოლადის ჩუქების ამ ტრადიციას "giri choco" (ან "სავალდებულო შოკოლადი") ჰქვია. კაცებმა კი საპასუხო საჩუქარი ქალებს 14 მარტს "თეთრ დღეს" უნდა გაუკეთონ.

ეს დღე შოკოლადის მწარმოებლების მიერ ადრეულ 80-იან წლებშია მოგონილი იმისთვის, რომ გაყიდვები გაეზარდათ. კვლევების თანახმად, ქალების 60 პროცენტი წელს შოკოლადს საკუთარ თავს უყიდის, 56% ასევე შოკოლადის ჩუქებას ოჯახის წევრებისთვის გეგმავს, 35% - პარტნიორებისთვის. ასევე დაახლოებით 35%-მა გადაწყვიტა, რომ შოკოლადი კოლეგა კაცსაც აჩუქოს.