ეკლესიის მსახურმა ბიჭებმა საკმეველის ნაცვლად მარიხუანა დაანთეს

2018.12.06 14:04:18
ეკლესიის მსახურმა ბიჭებმა საკმეველის ნაცვლად მარიხუანა დაანთეს

 ესპანეთში, სანტიაგო-დე-კომპოსტელას ეკლესიაში, საეკლესიო რიტუალის მიმდინარეობის დროს, მათ საკმევლის ასანთებ ჭურჭელში მარიხუანა მოათავსეს.

 

“საკმევლის ანთების შემდეგ, უცნაური სუნი იყო, ნაცნობი, მაგრამ არა ისეთი, როგორც ჩვეულებრივ, ის ჩემი შვილის საძინებლიდან გამომავალ სუნს ჰგავდა” , – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

 

აღნიშნული ქმედებისთვის, ბიჭები მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიცია დარწმუნდა, რომ საკმევლის ჭურჭელში მარიხუანა იყო მოთავსებული.

 

“ეს ხუმრობა იყო, ვფიქრობთ, ხალხი ბევრად უფრო ბედნიერი გავიდა ეკლესიიდან, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა. აღსანიშნავია, რომ ისინი მეორე დღეს, ფინანსური ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს, მაგრამ ეკლესიაში მსახურების უფლება ჩამოერთვათ.