2019 წლიდან საჯარო ტრანსპორტი უფასო იქნება

2018.12.06 13:38:00
2019 წლიდან საჯარო ტრანსპორტი უფასო იქნება

ლუქსემბურგში საჯარო ტრანსპორტი უფასო ხდება. ლუქსემბურგი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს მგზავრობისთვის საფასურის გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

 

ავტობუსით, ტრამვაით და საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობა უფასო 2019 წლის ზაფხულიდან გახდება. 

 

აღსანიშნავია, რომ ახლა ლუქსემბურგში 20 წლამდე ასაკის პირებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა უფასოა.