ტყის ხანძრის გამო ქალაქი ფერედაიზი გადაიწვა

2018.11.09 15:52:57
 ტყის ხანძრის გამო ქალაქი ფერედაიზი გადაიწვა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ქალაქი ფერედაიზი გადაიწვა.

გაზეთის Sacramento Bee-ს ინფორმაციით, ხანძარი 8 ნოემბერს დილის საათებში გაჩნდა და ამჟამად ის 8 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

 

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დამწვარია ათასობით საცხოვრებელი სახლი.

 

 

„მთელი ქალაქი იწვის. საშინელებაა“,-განაცხადა საქალაქო საბჭოს წევრმა სკოტ ლოტერმა.

 

 

ქალაქის ხელმძღვანელობამ პატარა ქალაქის თითქმის ყველა მოსახლის ევაკუაცია მოახდინა, თუმცა შექმნილი საცობების გამო, ზოგიერთი მათგანი ქალაქის დატოვებას ფეხით ცდილობს.

 

 

ამჟამად ცნობილია მხოლოდ ორ დაშავებულზე, რომლებიც დამწრობით საავადმყოფოში მოათავსეს.