ექიმებმა პენსიონერს შეცდომით ჯანმრთელი კიდური მოაჭრეს

2018.11.09 11:57:16
ექიმებმა პენსიონერს შეცდომით ჯანმრთელი კიდური მოაჭრეს

ექიმებმა პენსიონერს შეცდომით ჯანმრთელი ფეხი მოაჭრეს.

 

ექიმების შეცდომა პენსიონერის შვილმა აღმოაჩინა. ახლა ექიმები გამოძიებას მომხდარის შესახებ ახსნა-განმარტებას აძლევენ. შემთხვევა ვორონეჟში მოხდა.

 

89 წლის ქალი საავადმყოფოში ფეხის განგრენის დიაგნოზით შეიყვანეს. მას ფეხის ამპუტაციის საჭიროება ჰქონდა და ოპერაციაც დაინიშნა. ოპერაციის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ქალს მარცხენა ფეხის ნაცვლად, მარჯვენა ფეხი მოკვეთეს.

 

ვორონეჟში ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, სექტემბერში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პესნიონერს ფეხი ასევე შეცდომით მოკვეთეს.