"მე ძალადობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ვარ მსოფლიოში"

2018.10.12 12:31:47
"მე ძალადობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ვარ მსოფლიოში"

მე­ლა­ნია ტრამპმა ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ABC News ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

 

 

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის თქმით, კი­ბერ­ბუ­ლინ­გის (ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ფა­რუ­ლი ან აშ­კა­რა და­ში­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა) წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია და­ი­წყო იმი­ტომ, რომ თა­ვად არის მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი.

 

„შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე ბუ­ლინ­გის ყვე­ლა­ზე დიდი მსხვერ­პლი ვარ მსოფ­ლი­ო­ში, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ხალ­ხი ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობს,“ - გა­ნა­ცხა­და მე­ლა­ნი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას კე­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას ჩა­წე­რეს.

 

პირ­ვე­ლი ლედი რამ­დე­ნი­მე დღის წინ აფ­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მან განა, მა­ლა­ვი, კე­ნია და ეგ­ვიპ­ტე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

 

კე­ნი­ა­ში ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა ქა­ლებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი არი­ან.

 

„მე ქა­ლებს მხარს ვუ­ჭერ, თუმ­ცა მათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნდა ჰქონ­დეთ. ასე, უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ჩვენ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­დეს, რად­გან ხში­რად მე­დია ძა­ლი­ან შორს მი­დის და არა­რე­ა­ლურ ამ­ბებს თხზავს. ეს არ არის სწო­რი,“ - აღ­ნიშ­ნა მე­ლა­ნი­ამ.

 

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ეთერ­ში პა­რას­კევს გავა, თუმ­ცა მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა მო­ნაკ­ვე­თებ­მა "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა გა­ა­ზი­ა­რა ფოტო, სა­დაც მე­ლა­ნია შვილ­თან ერ­თად მო­ოქ­რო­ვილ ოთახ­ში, ოქ­როს­ფე­რი ეტ­ლით არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

 

"შენ­თვის ვლო­ცუ­ლობთ, მელ. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი მძი­მეა შენი ცხოვ­რე­ბა," - წერს "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი @cyclodog.