ბავშვმა ბაღიდან სახლში ნარკოტიკი კრეკი მიიტანა

2018.10.11 15:16:58
ბავშვმა ბაღიდან სახლში ნარკოტიკი კრეკი მიიტანა

აშშ-ში 4 წლის ბავშვმა ბაღიდან სახლში ნარკოტიკი, ე.წ კრეკი (კრისტალური კოკაინი) მიიტანა და დედას აჩვენა. ამის შესახებ Nypost-ი წერს. 

 

შემთხვევა ნიუ-იორკში მოხდა. როგორც სერენიტი სტეკერმა დედას უთხრა, ნარკოტიკი მას ჯგუფელმა მისცა და უთხრა, რომ „კბილებია“ და პირში უნდა ჩაიდოს. 

 

დედამ საეჭვო ნივთიერება მაშინვე პოლიციაში წაიღო, სადაც დაუდასტურეს, რომ ეს კრისტალური კოკაინია. გოგონას კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარეს, თუმცა მის სისხლში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინეს.

 

მომხდარს ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს.