"არასწორია, პრობლემის გადასაჭრელად სიცოცხლის უფლება წავართვათ ადამიანს"- რას ამბობს რომის პაპი აბორტზე

2018.10.11 13:04:01
"არასწორია, პრობლემის გადასაჭრელად სიცოცხლის უფლება წავართვათ ადამიანს"- რას ამბობს რომის პაპი აბორტზე

რომის პაპმა ათობით ათასს მორწმუნეს მიმართა, რომლებიც რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბნენ. როგორ CNN-ი წერს, პაპი აბორტის წინააღმდეგ გამოვიდა.

 

პაპის თქმით, აბორტი ადამიანის პრობლემის გადასაწყვეტად გადადგმული არასწორი გზაა, რაც მისი შეფასებით, შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს. “არასწორია, პრობლემის გადასაჭრელად სიცოცხლის უფლება წავართვათ ადამიანს, თუნდაც მცირედი. ეს პრობლემის მოსაგვარებლად შეკვეთილ მკვლელობას ჰგავს “, – განაცხადა რომის პაპმა.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რომის პაპი აბორტის წინააღმდეგ საუბრობს, რომელიც მისი შეფასებით, კათოლიკური ეკლესიის ტრადიციულ სწავლებებს ეწინააღმდეგება.