ნახეთ, რა ეკრძალებათ მსუქან ტურისტებს სანტორინის კუნძულზე

2018.10.10 13:25:21
ნახეთ, რა ეკრძალებათ მსუქან ტურისტებს სანტორინის კუნძულზე

 ინფორმაციას Metro ავრცელებს.

 

საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სანტორინის კუნძულზე დიდი წონის მქონე ტურისტებს ვირზე ჯდომა აუკრძალა.

 

სამინისტროს განცხადებით, ვირებმა 100 კილოგრამზე ან მათ წონაზე 1/5-ით მძიმე ტვირთი არ უნდა ატარონ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბერძენმა აქტივისტებმა მსუქანი ტურისტების შესახებ იჩივლეს. აქტივისტების თქმით, ჭარბწონიანი ტურისტების გადაადგილების გამო, ვირებს სხვადასხვა სახის ტრავმა უვითარდებათ.