სავაჭრო ცენტრში ატეხილ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

2018.10.10 12:04:47
სავაჭრო ცენტრში ატეხილ სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის, ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.

 

ინფორმაციას NBC News ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:30 საათზე მოხდა.

 

დაშავებულები საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც NBC-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, ის სავაჭრო ცენტრის რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდა, რა დროს დაუდგენელმა პირმა მის ქმარს ესროლა, მისი შვილი კი სასიკვდილოდ დაჭრა.