ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 5000-მდე ადამიანი დაიკარგა

2018.10.08 14:56:48
ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 5000-მდე ადამიანი დაიკარგა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე 28 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ 5 ათასამდე ადამიანია დაკარგული. ამის შესახებ Channel News Asia ინდონეზიის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს. 

 

„მსხვერპლის რიცხვის ზრდა მოსალოდნელია, რადგან ჯერ არ მიგვიღია ბრძანება, შევწყვიტოთ ცხედრების სამძებრო სამუშაოები“ - ამბობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრასა და ცუნამს 1 948 ადამიანი ემსხვერპლა. 

 

28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

 

მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ კი, კუნძულ სულავესზე ვულკანიც გააქტიურდა.