ვულკანის ამოფრქვევას 30-მდე ბავშვი ემსხვერპლა

2018.06.13 11:47:42
ვულკანის ამოფრქვევას 30-მდე ბავშვი ემსხვერპლა

ამის შესახებ Prensa Libre ქვეყნის განათლების მინისტრზე, უგო ლოპეს რივასზე დაყრდნობით წერს.

 

გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 27 ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაკარგულად მიიჩნევა.

 

მინისტრის ინფორმაციით, სოფელ სან-მიგელ-ლოს-ლოტეს სკოლაში, რომელიც მთლიანად განადგურდა, 173 ბავშვი სწავლობდა.

 

მათგან 27 ბავშვი დაიღუპა და უკვე ამოცნობილია, 35 დაკარგულად მიიჩნევა.

 

ვულკან ფუეგოს ამოფრქვევა 3 ივნისს მოხდა.

 

ბოლო მონაცემით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაკარგულად მიიჩნევა.

 

გვატემალის ეროვნული სეისმოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით, 12 ივნისს ფუეგო კვლავ გააქტიურდა.