4 ბავშვი საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს

2018.06.12 11:37:03
4 ბავშვი საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს

4 ბავშვი საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

 

ამერიკის, ფლორიდის შტატში, საცხოვრებელ სახლში კაცის მიერ მძევლად აყვანილი ოთხივე ბავშვი, რომელთა ასაკი ერთი წლიდან 12 წლამდე იყო, პოლიციამ მოკლული იპოვა.

 

ადგილობრივი გაზეთის Orlando Sentinel-ის ინფორმაციით, კაცს ბავშვები მძევლად თითქმის 24 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი.

 

მძევლების აყვანა, ქალაქ ორლანდოში 11 ივნისს მოხდა. პოლიცია ოჯახური ძალადობის შეტყობინების გამო სახლთან მივიდა, თუმცა კაცმა სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, ამის შემდეგ კი ბავშვები მძევლად აიყვანა.

 

ადგილზე მისული სპეცდანიშნულების რაზმი კაცთან დიალოგში შესვლას ცდილობდა, თუმცა შედეგად კაცმა ოთხივე ბავშვი მოკლა და მერე თავი მოიკლა.