ვენაში 2 მეჩეთი დახურეს

2018.06.08 13:09:35
ვენაში 2 მეჩეთი დახურეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი მეჩეთი დახურეს, ხუთის დახურვა კი მომდევნო დღეებში იგეგმება. ამის შესახებ Foxnews-ი წერს. 

ავსტრია ქვეყნიდან 40 თურქი იმამის გაწვევასაც აპირებს. 

 

ეს 2015 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება ისეთი რელიგიური საზოგადოების არსებობა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება. 

 

ვენაში არსებობს არაბული რელიგიური საზოგადოება, რომლის დაქვემდებარებაშიც 6 მეჩეთია. საზოგადოება ძირითადად თურქეთიდან ფინანსდება.