უბედურ შემთხვევას 50-მდე მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა

2018.06.07 11:21:10
უბედურ შემთხვევას 50-მდე მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა

არაბეთის ზღვაში სულ მცირე 46 მიგრანტი დაიღუპა. 

 

ნავი, რომლშიც სომალის 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, იემენის სანაპიროსთან ახლოს გადაბრუნდა. მაშველები ამ დრომდე დაკარგულებს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. სომალის მოქალაქეები მეზობელ ქვეყნებში გადასვლას სამუშაოს პოვნის მიზნით ცდილობდნენ. თვითმხილველთა ცნობით, დაღუპულებს შორის ქალებიც არიან.