ინსტაგრამზე ატვირთული ვიდეოს ხანგრძლივობა იზრდება

2018.06.06 13:59:25
ინსტაგრამზე ატვირთული ვიდეოს ხანგრძლივობა იზრდება

Instagram-ის მომხმარებლებს, მალე, სოციალურ ქსელში 1 საათის ხანგრძლივობის ვიდეოების გამოქვეყნება შეეძლებათ.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

სიახლის თანახმად, შესაძლებელი ხდება ერთი საათის ხანგრძლივობის ისეთი ვიდეოს გამოქვეყნება, რომელიც ვერტიკალურ ფორმატში იქნება გადაღებული. ეს იმ ფორმატის ვიდეოებია, რომლის დადებაც მომხმარებლებს "ისტორიებში" უკვე დიდი ხანია შეუძლიათ.

 

დღეს Instagram-ზე მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეოების, "ისტორიაში" კი 15-წამიანი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი.