მიწისძვრისგან მიღებული სტრესის გამო, აზერბაიჯანში 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

2018.06.06 13:16:45
მიწისძვრისგან მიღებული სტრესის გამო, აზერბაიჯანში 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

როგორც აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, მიწისძვრის გამო საავადმყოფოებში 31 ადამიანი მოხვდა, ხოლო ძლიერი სტრესის გამო 63 წლის ადამიანს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.

მიწისძვრის ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.