სტრასბურგში აფეთქება მოხდა

2018.06.06 13:07:04
სტრასბურგში აფეთქება მოხდა

სტრასბურგის საპორტო ზონაში აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხორბლის შესანახ ტერმინალზე 11 ადამიანი დაშავდა. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.