ექიმმა თვითმფრინავის ბორტზე ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

2018.05.17 14:31:26
ექიმმა თვითმფრინავის ბორტზე ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

 ინციდენტი ატლანტა-ჯექსონის რეისზე მოხდა. 

 

აშშ-ის მთავარმა ქირურგმა ჯერომ ადამსმა თვითმფრინავის ბორტზე ადამიანი გადაარჩინა, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა.

 

ბორტგამცილებლები ხმამაღლა აცხადებდნენ, იმყოფებოდა თუ არა ბორტზე ექიმი. "რა თქმა უნდა ის იქ იყო. პაციენტი თავს ახლა კარგად გრძნობს, ხოლო აშშ-ის ჯანდაცვის სამხედრო კორპუსის წევრი თქვენს სამსახურშია", - დაწერა ადამსმა. 

 

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიცერთა კორპუსის ხელმძღვანელის პოსტი ადამს 2017 წლიდან უკავია.