ავღანეთში 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს

2018.05.16 12:47:46
ავღანეთში 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს

ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.

 

მედიის  ინფორმაციით, ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის დასავლეთით "თალიბანის" 300-მდე წევრი გაანადგურეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ფარაჰის პროვინციის გუბერნატორზე, აბდულა ბასირ სალანგიზე დარყნდობით ავრცელებს.

ავღანეთის ჯანდაცვის უწყება კი აცხადებს, რომ ოპერაციის დროს 15 სამხედრო და 10 პოლიციელი დაიღუპა.

მედია აღნიშნავს, რომ ბოლო ავღანეთში თავდასხმებმა იმატა, ამასთან ტერორისტები ძირითადად სახელმწიფო ძალებს უტევენ.