ჯადოსნური აბები ვალენტინობის დღისთვის

2018.02.14 13:29:39
ჯადოსნური აბები ვალენტინობის დღისთვის

გოგოებს ვალენტინობის დღეს ჯადოსნური ვიტამინები დაურიგეს.

 

ვალენტინობის დღე ტაილანდში ორიგინალურად აღნიშნეს. ხელისუფლებამ 20-დან 34 წლამდე ასაკის ქალბატონებს ე.წ. ჯადოსნური ვიტამინები დაურიგა. ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს.

 

ტაბლეტები ფოლიუმის მჟავასა და რკინას შეიცავს და როგორც ხელისუფლება ირწმუნება, მათი მიღება შობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 

 

ჯადოსნური ვიტამინების შესაძენად ტაილანდის ხელისუფლებამ 1 მილიონი ბატი დახარჯა, რაც 28 600 დოლარის ეკვივალენტია. ტაილანდი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. 2015 წელს შობადობის ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ 0,4 პროცენტია.